შეუძლია ფასტუმ ® გელს შეგიმსუბუქოთ ტკივილი?
ფასტუმ® გელის მოქმედი ნივთიერება -კეტოპროფენი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა (აასს). ის ამცირებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილს ადგილობრივი გამოყენებისას. ფასტუმ® გელის მოქმედი ნივთიერება აღწევს დაზიანებულ უბანში, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და მისი განვითარების შეჩერებას.
ფასტუმ® გელის თითოეული ტუბი შეიცავს მოქმედი ნივთიერების ზუსტ რაოდენობას - 2,5% კეტოპროფენს.
რისთვის გამოიყენება ფასტუმ ® გელი?
შეამსუბუქებს ტკივილს,
რაც დაგეხმარებათ
აქტიურობის
შენარჩუნებაში.
რატომ ფასტუმ ® გელი?
როგორ გამოვიყენოთ
ყოველთვის გამოიყენეთ მედიკამენტი ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან თქვენი ექიმისა და ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან
/ 01 | / 02 | / 03 |
|---|---|---|
| წაისვით 5-10 სმ სიგრძის გელი დაზიანებულ უბანზე 1-3-ჯერ დღეში. | ფასტუმ® გელი ნელა უნდა შეიზილოთ კანზე შეწოვის ხელშეწყობისთვის. | ფასტუმ® გელი შეიძლება არაჰერმეტულ სახვევთან ერთად გამოვიყენოთ, თუმცა ოკლუზიური ჰაერგაუმტარი სახვევით გამოყენება არ შეიძლება. |
მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში ის უბნები, სადაც ისვამთ პრეპარატს, მოარიდეთ მზის სხივებს ან სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.
ხშირად დასმული კითხვები
ფასტუმ® გელი გამოიყენეთ მხოლოდ ხანმოკლე სამკურნალო კურსით.
იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები პერიოდულად მწვავდება, ან შენიშნავთ რაიმე ახალ ცვლილებებს, მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ ფასტუმ® გელი რეკომენდებულზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში კანზე რეაქციების განვითარების რისკის გამო (კონტაქტური დერმატიტი და ფოტომგრძნობელობა).
ფასტუმ® გელის გარეგანი გამოყენებისას (კანზე) სისხლში ხვდება მისი ძალიან მცირე რაოდენობა. ამიტომ, ნაკლებსავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბებას თან ახლდეს რაიმე რეაქცია.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ წაისვათ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
